2021-04-01 22:46:00, 1394 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა, შესაძლოა საქართველოს 60 მილიონი ევროს დახმარება შეუჩეროს
შესაძლოა ევროპარლამენტმა საქართველოს 60 მილიონი ევროს დახმარება შეუჩეროს.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ევროპული საბჭოს პრეზიდეტნის წარმომადგენელმა, კრისიტიან დანიელსონმა ევროპარლამეტნარებს საქართველოში არსებული სიტუაცია გააცნო.
„როგორც ჩანს, შესაძლოა, ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს მიკროფინანსური დახმარების შეჩერებას საქარველოსთვის. საუბარია 60 მილიონ ევროზე, რომელიც საქართველომ წესით ოქტომბერში უნდა მიიღოს“, - წერს რიკარდ იოზვაკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,