17:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 14:56:06, 1260 ნახვა

კომენტარი
ადგურ არძინბა - აფხაზეთი მზადაა, პოზნერს ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა აჩვენოს

ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი და ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი „ვიცე-პრემიერი“, ადგურ არძინბა, რუს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს აფხაზეთში იწვევს, -  ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, აფხაზეთი მზადაა პოზნერისთვის „ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა“ აჩვენოს.

„ის, რაც ხდებოდა საქართველოში ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის დროს, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად შორს წავიდა კავკასიის ეს რესპუბლიკა კულტურისგან, ჩვენთვის უცხო დასავლური ფასეულობებისკენ. სტუმართმოყვარეობა და თბილი მისასალმებელი ტრადიციაა, რომელიც კავკასიელის სისხლშია, რომელიც არასდროს შეწყვეტს აქტუალობას და ატარებს ღრმა კულტურულ ღირებულებას. კავკასიელი თავის სახლში სისხლის მტერსაც კი არ შეეხება და ამაში დიდი სიბრძნეა. ამასთან, ჩვენმა აღმოსავლელმა მეზობლებმა, თანდათანობით უარი თქვეს საკუთარ იდენტობაზე ათწლეულების განმავლობაში, კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი „მთელი თავისი დიდებულებით“, - განაცხადა არძინბამ.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შედეგად, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები, რომლებიც საქართველოში 3 აპრილამდე უნდა დარჩენილიყვნენ, დროზე ადრე, ჩარტერული რეისით, დღეს დილით გაფრინდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics