08:28 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 11:19:00, 520 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის კანონი არ დაურღვევია, რაც შეეხება შეკრებას, ეს მიუღებელია

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუს ჟურნალისტ, ვლადიმერ პოზნერს საქართველოში შემოსვლისას არ დაურღვევია ოკუპაციის კანონი და ის, სტუმრებთან ერთად, ქვეყანაში კანონთან სრულ შესაბამისობაში შემოვიდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მისი სტუმრების შეკრება თბილისის ერთ-ერთ დაწესებულაბაში მიუღებელია.

„მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერი, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით, ეს იყო მორიგი კერძო ხასიათი ვიზიტი, ამასთანავე მას და მის თანმხლებ პირებს, ჰქონდათ ე.წ კოვიდპასპორტი და ასევე უარყოფითი პასუხი პისიარ ტესტზე, შესაბამისად ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში.

რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს მიუღებელია, არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება, კერძოდ, დაჯარიმდა, როგორც დაწესებულება ასევე ყოველი ინდივიდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics