17:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 00:21:08, 753 ნახვა

კომენტარი
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა.

როგორც დანიელსონმა ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება, რომელიც მან პარტიებს წარუდგინა არც ერთმა მხარემ არ მიიღო.

„დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში , როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. მე ვიქნები ძალიან მკაფიო არსეობს გადაწყვეტილება ამ კრიზისი გადაწყვეტა.

ეს არის გადაწყვეტილება რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში. რომელიც უზრუნველყოფბს ანგარიშვალდებულობას საქართველოს მომავალზე.

გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა ამ დებატებს, საერთო სამართლებრივ რეფორმებსა და ადრეულ არჩევნებზე და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს, პოლიტიკურ გამბედაობას და პასუხისმგებლობას.

მე წარმოვადგინე წინადადება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების წინაშე და ეს ახლა იქნება საჯარო დოკუმენტი.

ეს არის გადაწყვეტილება რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს სხვა ყველა საკითხზე მაღლა.

სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics