|
2021-03-30 16:12:49, 815 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარის ისტორიულ-კულტურულ საზღვრებში, ახალ სამშენებლო პროექტებზე მორატორიუმი ცხადდება
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებისას თორნიკე რიჟვაძემ განცხადება გააკეთა ბათუმის ბულვართან დაკავშირებით. მისი თქმით ბულვარის განაშენიანების გეგმის საბოლოო დამტკიცებამდე, ძველი ბულვარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრებში, ყველა სამშენებლო პროექტზე მორატორიუმი გამოცხადდება. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება წერტილს დავუსვამთ ნებისმიერ შემდგომ სპეკულაციებს და კითხვებს ბათუმის ბულვართან დაკავშირებით. ,, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ კულტურული ძეგლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით წესით დამტკიცებამდე გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბულვარი სამართავად კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, უსწრაფესად გადაეცეს ბათუმის მერიას. ეს ერთხელ და სამუდამოდ პასუხს გასცემს იმ კითხვებს, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ბათუმელებში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე, ძალიან კარგად ვიცით თუ რა კონკრეტული ობიექტი რომელ დროს გასხვისდა და რა დროს არის კონკრეტული ვალდებულებები აღებული" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ქალაქის და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბულვარი სამართავად გადაეცემა მუნიციპალიტეტს. უახლოეს პერიოდში დაიწყება გადაცემის პროცედურები.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)