07:26 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 17:21:24, 607 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ ლიდერებს დღეს უკვე მეორედ ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დღეს უკვე მეორედ ხვდება.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. მან დღეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა.

ამასთანავე, ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში კრისტიან დანიელსონს დაგეგმილი აქვს ინდივიდუალური შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics