07:25 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 14:09:11, 661 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. მან დღეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა.

ამასთანავე, ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში კრისტიან დანიელსონს დაგეგმილი აქვს ინდივიდუალური შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics