11:27 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-27 12:52:01, 501 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში, ვ.პეტრიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ვ.პეტრიაშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და სანიაღვრე ქსელი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 4 500კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს  ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო მოძრაობა საკმაოდ დატვირთულია. შესაბამისად,  მოქალაქეებს ამორტიზებული გრუნტის გზა გადაადგილებაში უშლიდა ხელს. ჩვენ,  მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავსი პრობლემის წინაშე არცერთი ქუჩის მცხოვრებელი არ დადგეს და შევუქმნათ მათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები“, -განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 450 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics