|
2021-03-26 13:41:46, 690 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - რაც არ უნდა ფელიქსას და ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით
რაც არ უნდა ფელიქსას და ბერიას მეძახდნდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. თეა წულუკიანი მომღერალი ანიტა რაჭველიშვილის და ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ არ იარსებებს სამინისტროს სისტემა, თანხის ხარჯვის სწორი წესი", მაშინ ვერ მოხდება ხელოვანების ხელშეწყობა. „ქალბატონი ინგა გრიგოლია ავითარებს ნარატივს, რომ წულუკიანს უნდა ცენზურა, ისიც უთქვამს, მას თუ სხვას, არ ვიცი, თურმე თეორია ისეთია, რომ მე ვარ ბერია. ის რომ სისტემა შეიქმნება, არის ორჯერ ორი, ოთხი, მაგრამ ამ სფეროში არ არსებობს სისტემა, თუ არ იარსებებს სისტემა, ძვირფას მომღერლებს, მათ შორის, ქალბატონ ანიტას მინდა ვუთხრა, რომ სამინისტროს აპარატი, კვალიფიციური კადრები, თანხის ხარჯვის სწორი წესი არ იარსებებს, მაშინ ვერ იქნებიან ისინი ხელშეწყობილი. მე რაც არ უნდა ეს ქალბატონ ინგას არ მოსწონდეს და მეძახდეს ბერიას და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესებდი იმით რა დგას განსხვავებული აზრის უკან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)