|
2021-03-24 02:08:16, 645 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი რესურსით აღვადგენთ თვითმფრინავებს
„მე გავაჟღერე, რომ პირველი მოიერიშე თვითმფრინავ სუ - 25 -ს, კაპიტალური რემონტით მივიღებდით 2 კვირაში, ვადა დავიცავით, 2 დღით ადრეც გავარემონტეთ და მას შემდეგ, ჩვენ ყოველ მომდევნო 1 თვეში გვეყოლება კიდევ ერთი ერთეული რეაბილიტირებული მოიერიშე თვითმფრინავი. ჩვენ დაპირება შევასრულეთ,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მოხერხდა იმ რესურსის მობილიზება, რაც ქვეყანას დაკარგული ჰქონდა. ასევე ხაზი გაუსვა პროფესიონალების საქართველოში დაბრუნებასა და დასაქმებას. „აღსანიშნავია, რომ ჩვენი რესურსით აღვადგინეთ თვითმფრინავები. „დელტაში“ და შპს და სს „თბილავიამშენში“ ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ რესურსის მოზიდვა უკან, რაც ქვეყანას დაკარგული ჰქონდა. ზოგიერთი პროფესიონალი საზღვარგარეთ იყო წასული და ეს ექსკლუზიური სპეციალობაა, მარტივი საშოვნელი არ არის. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სრულიად ჩვენი რესურსით აღვადგენთ თვითმფრინავებს. ჩვენ ეს ფუფუნება საქართველოში 30 წელია არ გვქონია“. თავდაცვის მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაადგილებისთვის საჭირო ძველი ტექნიკის საუკეთესო ტექნიკით ჩანაცვლებას. „წარსულს ჩავაბარეთ საბჭოთა მემკვიდრეობა, ე.წ. „კამაზები“ და „კრაზები“, რომლებიც აბსოლუტურად გამოსული იყო მდგომარეობიდან, ჩვენი სამხედროები გადაადგილდებოდნენ კატასტროფული ავტოტრანსპორტით, გზაში უფუჭდებოდათ და დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდიოდნენ. ჩვენ ჩავანაცვლეთ საუკეთესო ტექნიკით, „მანით“ და „ივეკოებით“, რომლებიც არის მსოფლიოს აღიარებული ბრენდები. დაახლოებით 40% , სადაც კრიტიკული სიტუაცია გვქონდა, ჩვენ ყველა ცეცხლი ჩავაქრეთ. 500-იდან 80% უკვე მიღებული გვაქვს, თვის ბოლომდე მოწოდებას დაასრულებენ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)