|
2021-03-18 21:35:11, 648 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში მომხდარს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში მომხდარს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის. მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეებს გაეცნობათ ინფორმაცია იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რატომ და რისგან დადგა ეს არსებული ფაქტი. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რეგულირების სააგენტო, როგორც იცით, დღის 16:00-ზე უკვე იმყოფებოდა ადგილზე, კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა და მოკვლევა იმ ქმედებების, რომლებიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებით. ყველა ამ დოკუმენტაციას გადავცემთ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც, ჩვენ მოქალაქეებს დამატებით მივაწვდით ინფორმაციას იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რატომ და რისგან დადგა ეს არსებული ფაქტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)