|
2015-01-30 17:27:59, 827 ნახვა
პოლიტიკა
ვერშბოუ: საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა, ის უსაფრთხოების ექსპორტიორია
საქართველო არის მაგალითი რეგიონისთვის - სამაგლითო ქვეყანა. ის არის ექსპორტიორი ქვეყანა უსაფრთხოებისა,-ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველო ნატო-ს ძალიან ძლიერი პარტნიორია. "ჩვენ ძალიან კარგი დისკუსიები გვქონდა ნატო-საქართველოს ურთიერთობების და იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. საქრთველო არის ნატოს ძალიან ძლიერი პარტნიორი სახელმწიფო. ქართველმა ხალხმა გააკეთა ევროატლანტიკური არჩევანი- ეს სწორედ მათი არჩევანია და სხვას არ აქვს უფლება ჩაერიოს. ჩვენ ვნახეთ მართლაც დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის თავდაცვის სფეროში და საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ გზას, რეფორმების გზით სვლას, ხდება იუსტიციის სამსახურების რეფორმა. გასული წლიდან კიდევ უფრო გაღრმავდა ჩვენი თანამშრომლობა.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)