|
2021-03-17 20:18:09, 542 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი აუცილებლად იქნება შეთანხმების ნაწილი
„პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი აუცილებლად იქნება შეთანხმების ნაწილი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა საკითხზე მოხდება შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმებას ხელი არ მოეწერება. „ექვს პუნქტიანი გეგმის ხუთივე საკითხი რაც არის შევთანხმდებით - არაფერია შეთანხმები, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული - ამ საკითხების გარეშე შეთანხმება არ შედგება. უნდა შევთახმდეთ პოლიტპატიმრების საკითხზე, რიგგარეშე არჩევნების საკითხზე, საარჩევნო რეფორმების საკითხზე, სასამართლო რეფორმაზე და ძალაუფლების გადანაწილებაზეც. ყველა ამ საკითხზე უნდა იყოს კონკრეტული გადაწყვეტილება დოკუმენტზე, რომელსაც ხელს მოვაწერთ. პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი აუცილებლად იქნება შეთანხმების ნაწილი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)