15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 12:07:26, 403 ნახვა

საზოგადოება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, პირველად მსოფლიოში, ჯიხვის სატელიტური მონიტორინგი ხორციელდება

პირველად მსოფლიოში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის ტრანსსასაზღვრო ტელემეტრიული მონიტორინგის პროექტი ხორციელდება.ტელემეტრიული მონიტორინგი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთული მეთოდია, რაც ჯიხვებზე გადამცემიანი საყელოს დამაგრებას გულისხმობს შემდგომი დაკვირვების მიზნით.

პროექტი 2018 წლიდან დაიწყო და მისი პირველი ეტაპი, ტელემეტრიის საყელოების ჯიხვებზე შებმის ფაზა, წარმატებით დასრულდა; ჯიხვის ტელემეტრია მსოფლიოში პირველად ხორციელდება, რაც საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვანი და ზუსტი ინფორმაცია მოვიპოვოთ ჯიხვებზე და მათი ცხოვრების თავისებურებების შესწავლაში დაგვეხმარება. პროექტის შემდეგ ეტაპზე, საყელოებიდან მიღებული სიგნალების მონიტორინგისა და ინფორმაციის ანალიზი მოხდება.

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის ტრანსსასაზღვრო ტელემეტრიული მონიტორინგის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის ძალისხმევით ხორციელდება, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF)ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის მიმართულებით. დაცულ ტერიტორიებზე უწყვეტად ხორციელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროექტები, რომელთა შედეგებიც აჩვენებს, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი უნიკალური სახეობების რაოდენობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics