|
2021-03-16 16:44:47, 610 ნახვა
რეგიონი
მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება იგეგმება
მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება და პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2021 წლის მთავარი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარის ტურისტულ მარშრუტებზე წელს, ახალი საპიკნიკე ზონებისა და ტურისტული თავშესაფრის მოწყობას გეგმავს. მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია და ზაფხულისთვის რეგიონს ახალი ტურისტული ადგილები შეემატება. ზემო აჭარაში ევროპული დონის ველოინფრასტრუქტურისა და ხიხანზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა იმ მიმდინარე პროექტებს შორისაა, რომელზეც სააგენტო მუშაობას აქტიურად აგრძელებს. შედეგად, წელს ველომოყვარულებსა და პროფესიონალ ველომბრბოლელებს რეგიონში ახალი ველობილიკით სარგებლობისა და ულამაზეს ბუნებაში გასეირნების საშუალება მიეცემათ. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარაში მთების, ტყეებისა და ტურისტულად საინტერესო სოფლების პოტენციალის კვლევასაც გეგმავს, რაც სამომავლოდ ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. უკვე იდენტიფიცირებულ ახალ ტურისტულ მიმართულებებზე კი ბილიკების გაჭრა და ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება იგეგმება. ცნობისთვის, გასულ წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ მთიანაჭარაში სამი ახალი ტურისტული ბილიკის მარკირება, საპიკნიკე ზონებისა და უჩხოს ხეობაში კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უზრუნველყო. გარდა ამისა, გასულ წელსვე სამთო ველობილიკის, ხიხანზე ასასვლელი ბილიკისა და ჩირუხის ხეობაში ახალი ტურისტული პროდუქტის საპროექტო სამუშაოები განახორციელა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)