14:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 11:55:20, 449 ნახვა

სამართალი
ადვოკატის განცხადებით, ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ

„ტელეკომპანიას პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

ამის შესახებ ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს.

„ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე არ აპირებენ პროკურატურაში მისვლას და გამოკითხვაში მონაწილეობას მათ მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პროკურატურა ინფორმირებულია ჩემს მიერ.

სამწუხაროა, რომ პროკურატურა თავად აუდიო ჩანაწერით აქამდე არ დაინტერესებულა, რომლის გადაცემის მზაობას ვაცხადებდით და ვაცხადებთ“, - წერს გიორგი მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის შვილი ბერა ივაიშვილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობენ.

აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 9 მარტს დაიწყო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics