|
2021-03-14 12:09:31, 616 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას
„ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დღის ბოლომდე უნდა გამოიკვეთას შესაძლებლობა, რითაც პოლიტიკური შეთანხმება შედგება. „მსურს, გითხრათ, რომ ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო დღეს და ეს არის პრივილეგია, ნამდვილად საქართველოსთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი და კომპეტენტური წარმომადგენლობა არის ამ დიალოგში. ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას. დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე ვფიქრობ, გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)