00:05 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 12:21:37, 553 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონის შუამავლობით კონსულტაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან დღეს და ხვალ გაგრძელდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით კონსულტაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან დღეს და ხვალ გაგრძელდება.

როგორც „ევროპული საქართველოს" წევრმა, დავით ბაქრაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შესაძლებელია შედგეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ერთობლივი შეხვედრაც.

„საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ მიშელის მიერ მომზადეულ 6 პუნქტიან ჩარჩო-დოკუმენტს, ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ ყველა პუნქტზე, გავიარეთ თუ რა არის ოპოზიციის ხედვა, რა უნდა გაკეთდეს იქ ჩამოწერილი პრობლემების მოსაგვარებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2 საკითხი, რიგგარეშე არცევნების ჩატარება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.

დღეს დღის განმავლობაში და სავარაუდოდ ხვალაც, მოლაპარაკებები გაგრძელდება, იქნება შეხვედრები, როგორც ცალ-ცალკე ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან, ასევე შესაძლებელია შედგეს ერთობლივი შეხვედრაც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics