|
2021-03-12 21:07:27, 535 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - არსებობს პუნქტები, რომელბზეც „ქართულ ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც მოუწევს დათანხმება
„არსებობს პუნქტები, რომელბზეც „ქართულ ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც მოუწევს დათანხმება“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩენვებამდე მისასვლელი სხვადასხვა გზა არსებობს და შეხვედრისას ეს გზები განიხილეს. „ჩვენი პოზიცია ცნობილია, პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას, მაგალითად, წარმოადგენდეს ნიკა მელია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს. რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ პოზიციის გადახედვა არ მომხდარა. გზები, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ამ არჩევნებამდე არსებობს სხვადასხვა და ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. არსებობს პუნქტები, რომლებზეც მოუწევს დათანხმება „ქართულ ოცნებასაც“ და მოუწევს დათანხმება ოპოზიციასაც“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)