00:04 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 16:19:31, 524 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი - ოპოზიცია ცდილობს ახალი სკანდალის გამოჩეკას, რათა მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს

ოპოზიცია ცდილობს ახალი სკანდალის გამოჩეკას, რათა მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მანვე მედიასთან ისაუბრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დიალოგის პროცესზე და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს ვიზიტის შემდეგ, ოპოზიციამ დაინახა, რომ იძულებით მოუწევდათ დიალოგში ჩართვა და ამიტომ აუდიოჩანაწერების სახით ახალი სკანდალი ააგორა.

„ყოველ დღე ოპოზიცია და ზოგიერთი ტელევიზია ახალ-ახალი ამბის აგორებას ცდილობენ. მკაფიოა, რომ ამის მიზანი მოლაპარაკებისთვის ხელის შეშლაა. მას შემდეგ რაც ევროპული საბჭოს ვიზიტი შედგა და მედიაციის პროცესი დაიწყო, ოპოზიციამ დაინახა, რომ იძულებულები იქნებიან ჩაერთონ  იმ მოლაპარაკებაში, რომლის გაგრძელების სურვილი მათ არ ჰქონდათ და ამიტომ იწყებენ ახალი სკანდალების გამოჩეკას, აგორებას. დღევანდელმა დღემ დაგვანახა რამდენად კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მანდატები არ შევუწყვიტეთ ოპოზიციას, რადგან ამით მოლაპარაკებისა და პარლამენტში შემოსვლის შანსი დავტოვეთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics