00:58 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 14:18:32, 1056 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მდგრადი და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ტრანსფორმაციისა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით ბრიტანეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გაერთიანებულ სამეფოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საუბრისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების საქმეში ბრიტანეთის წვლილი ხაზგასმით აღინიშნა. ასევე, საუბარი საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ბრიტანელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობას შეეხო. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა თავდაცვის სფეროს სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა მიმართულებით განათლების მიღების შესაძლებლობისთვის. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით სტრატეგიულ დონეზე შეხვედრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics