|
2021-03-12 12:44:26, 732 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აუდიოჩანაწერებზე - დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად და ბერა ივანიშვილი
დანაშაულზე არ შეიძლება საუბარი მაშინ, როდესაც არ არსებობს დაზარალებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, დაზარალებულები არიან თავად ირაკლი ღარიბაშვილი და 15 წლის არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი. „მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი გასაგებია ეს ყველასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, მაშინ როდესაც არ არსებობს დაზარალებული, დაზარალებული ვართ ჩვენ, მათ შორის მე, რატომ მისმენდნენ მე როგორც კერძო პირს მაშინ, როდესაც ვიყავი საჯარო სექტორში მომუშავე, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს, არც პოლიტიკა არსსებობდა მაშინ და არც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, არც ივანიშვილი იყო პოლიტიკაში ჩართული, შესაბამისად ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს და აღნიშნული ფაქტიც იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი, ეს არის გამოსაძიებელი რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დანაშაული არ მომხდარა, ვინაიდან არ არსსებობს დაზარალებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)