22:55 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 12:10:53, 497 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება მხარეებს შორის ნდობის შექმნის მექანიზმი იქნება

„პოლიტპატიმრების გათავისუფლება მხარეებს შორის ნდობის შექმნის მექანიზმი იქნება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილი ამბობს, ევროკავშირის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ვიზიტისას მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ გზაზე, რომლითაც ვადამდელი არჩევნების შესახებ უნდა შეთანხმდნენ.

„მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას, თუმცა არსებობს პრინციპული საკითხები ისეთი, როგორიცაა პოლიტპატიმრების ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების თემა. ეს საკითხი მხარეებს შორის ნდობის შექმნის მექანიზმი იქნება. ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებამდე რა გზით მივა ქვეყანა“, - განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics