08:47 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 11:15:51, 586 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ვიყოთ ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს შეზღუდვები დავაწესოთ

მნიშვნელოვანია ვიყოთ ყურადღებით, რათა ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას პირბადეების ტარებისკენ და რეკომენდაციების სრული დაცვისკენ მოუწოდა.

ამასთანავე, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უახლოეს მომავალში შემოვა.

„ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე, საზოგადოების მხრიდან შეინიშნება რეკომენდაციების უგულებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა თხოვნით მივმართო საზოგადოებას, ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, რათა არ დავუშვათ ქვეყანაში მესამე ტალღის განვითარება. ჩვენ ვაწარმოებთ და მეც ინტენსიურად ვარ ჩართული მოლაპარაკებებში, როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას. მანამდე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics