|
2021-03-11 10:29:17, 495 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ოპოზიციის ულტიმატუმია, წავიდეს ხელისუფლება და მოვიდეს სააკაშვილის პარტია, რომელსაც სატელიტებად ჰყავს ანტურაჟი
ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენელი ეცდება სათავეში ჩაუგდეს პროცესს, რომელსაც ჩემი აზრით რთული პერსპექტივა გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გასამართ დიალოგზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია აყენებს ულტიმატუმს, რომ წავიდეს ხელისუფლება და მოვიდეს სააკაშვილის პოლიტიკური პარტია, რომელსაც სატელიტებად ჰყავს ანტურაჟი. „ჩამოვა ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენელი და ეცდება სათავეში ჩაუდგეს იმ პროცესს, რომელსაც ჩემი აზრით ძალიან რთული პერსპექტივა გააჩნია, ვინაიდან ოპონენტების მხრიდან ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ და სხვა არ გაგვიგია თუ არა ულტიმატუმისა, რომ უნდა წავიდეს ხელისუფლება და მოვიდეს სააკაშვილის პოლიტიკური პარტია, რომელსასც სატელიტებად ჰყავს ის ანტურაჟი ვითომც, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკური პოზიცია გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)