|
2021-03-10 17:07:53, 1113 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ კნირშსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანულ მხარეს გაწეული პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში, სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში, გერმანიის უდიდეს წვლილს, ასევე, საქართველოში სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარებას, როგორც განახლებული არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)