|
2015-01-30 16:55:08, 2710 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ვერშბოუ: უკრაინაში სიტუაცია მართლაც ძალიან საშიში და სახიფათოა
უკრაინაში სიტუაცუია მართლაც ძალიან საშიში და სახიფათოა,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ელექსანდ ვერშბოუმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალსიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე განმარტებით, სეპარატისტების მხარეზე საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსი ჯარისკაცი იბრძვის და რუსეთი საზღვარზე 100 კილომეტრიან მონაკვეთს აკონტროლებს. "სიტუაცია მართლაც ძალიან საშიში და სახიფათოა. ხდება დაძაბულობის ესკალაცია გასული კვირების განმავლობაში. რუსეთის მიერ სურვილის არარსებობა, რომ შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებები და ცალსახად მხარს უჭერს სეპარატისტებს, იარაღით და უშუალოდ ჯარისკაცებითაც. ამდენად, ამოცანა გახლავთ რომ ვნახოთ გზა, დავუბრუნდეთ მინსკის ხელშეკრულებას, რომელიც იძლევა საშუალებას მიღწეულ იქნეს ბალანსი დეესკალაციის საფუძველზე. რა თქმა უნდა, რუსეთს ზოგიერთი დებულება მოსწონს, თითქოს მზადაა განახორციელოს, ზოგიერთის კი, სრულ იგნორირებას ახდენს. ეს დაუშვებელია. სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. რაც შეეხება რაოდენობას, ვიცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსი ჯარისკაცი იბრძვის სეპარატისტების მხარეზე. არის უთანამედროვესი იარაღები, მათ შორის არტილერია, რომლის დამოუკიდებლად გამოყენება არ შეუძლიათ სეპარატისტებს. ფაქტობრივად, რუსეთი აკონტროლებს მთელ 100 კილომეტრიან მონაკვეთს საზღვარზე და მათ შეუძლიათ შეიყვანონ ჯარები ნებისმიერ დროს. ამდენად, ჩვენ არ ვიცით ზუსტი რაოდენობაა რუსი ჯარისკაცების, მაგრამ ვიცით, რომ არის თანამედროვე რუსული იარაღი, რომელიც შეტანილი აქვს ტერიტორიაზე, რომელიც ყველაზე სერიოზული პრობლემაა",-განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)