|
2021-03-05 13:11:04, 747 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მთავრობამ მოსახლეობას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კომუნიკაცია მოაკლო და ამიტომ დაგროვდა ამდენი კითხვა
„ალბათ მთავრობამ მოსახლეობას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კომუნიკაცია მოაკლო და ამიტომ დაგროვდა ამდენი კითხვა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, განაცხადა. როგორც ის ამბობს, აქვს იმედი, რომ ჰესთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმებას მიაღწევენ. „ბევრ რამეში ჩვენ ვთვლით, რომ მოსახლეობა ბოლომდე გარკვეული არ არის და ვთვლით, რომ დიალოგი, განმარტებები არის აუცილებელი. მე ვფიქრობ, რომ, როდესაც ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პოზიციას და არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები და არ აქვთ ნეგატიური დღის წესრიგი, მჯერა, რომ ასეთი ადამიანები ბრძანდებიან რიონის მცველები, რომ ყოველთვის მოინახება კონსტრუქიული პლატფორმა შეთანხმებისთვის. ალბათ, ჩვენ მთავრობამ, მე პირადად და ჩვენმა კოლეგებმა მოვაკელით კომუნიკაცია მოსახლეობას და ამიტომ დაგროვდა ამდენი კითხვა. ვხედავთ ამ პრობლებას ჩვენ“, - განაცხადა ნათია თურნავა. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ცაგერის კულტურის სახლში ნამახვანჰესის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრას რიონის ხეობის მოსახლეობა არ ესწრება. მისი თქმით, შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზი დახურული ტიპის შეხვედრის ჩატარება გახდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)