|
2021-03-02 15:55:05, 724 ნახვა
რეგიონი
ახალციხეში გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის განთავსება იგეგმება
გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ესკიზისა და „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად გამოცხადებული კონკურსები დასრულდა. გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზებისა და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალის განსათავსებლად, საკონკურსო ნამუშევრები, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ფოიეში ,სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, კულტურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა, სამხარეო ადმინისტრაციის ,მუნიციპალიტეტის მერიისაა და საკრებულოს, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა, 10 მარტის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაათვალიეროს. გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა 13 ნამუშევარი, ხოლო „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ შესარჩევ კონკურსში 8 ესკიზი. მიმდინარე წლის 10 მარტს, საკონკურსო კომისია გამოავლენს 1 გამარჯვებულს, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)