|
2021-03-01 23:25:44, 540 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - სამივე მხარე შევთანხმდით საერთო დოკუმენტზე, რომელიც უნდა მოგვარდეს
„სამივე მხარე საერთო დოკუმენტზე შევთანხმდით, რომელიც უნდა მოგვარდეს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტი შედგება 6 საკითხისგან, რომელშიც ნიკა მელიას საკითხიცაა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, არის შესული ისეთი თემები, როგორიც არის პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი გახლავთ ყოვლისმომცველი და მასში არის ყველა ის თემა, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკური სისტემისა და მათ შორის ოპოზიციისთვის, მაგრამ მოლოდინი იმის, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი და ის, რომ საერთო დოკუმენტზე სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს და გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს. ამ 6 საკითხში შედის პატიმრების, მათ შორის მელიას საკითხიც და შედის რიგგარეშე არჩევნების საკითხიც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)