|
2021-03-01 22:50:52, 737 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: იმედია, ოპოზიცია გააგრძელებს ასე მუშაობას - ჩვენ მზად ვართ შემდეგი დიალოგისთვის
„იმედია, ოპოზიცია გააგრძელებს ასე მუშაობას - ჩვენ მზად ვართ შემდეგი დიალოგისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარეს ჰქონდა განსხვავებული პოზიციები, თუმცა შეთანხმება შედგა და დიალოგები გაგრძელდება. „ბატონი შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული დღევანდელი ჩვენი შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში, რეჟიმში. დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, ბუნებრივია ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებში, რომლებზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება. მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან დასმული შეკითხვები და მათ რა თქმა უნდა ვუპასუხე. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება, მე მექნება კონსულტაცია პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით. ასევე მინდა გითხრათ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის რჩევა და მოწოდება იყო, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციამ და პოზიციამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოთ ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. უნდა გამოინახოს ეროვნული იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს გააერთიანებს, ეს არის ის რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად დღეს. იმედი მაქვს ოპოზიცია ასე გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)