16:57 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 17:46:02, 500 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ვახო სანაიაზე თავდასხმა პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ივანიშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ექს-პრეზიდენტი წერს, მომხდარი ფაქტი პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ბიძინა ივანიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს.

„ვახო სანაზიაზე და მის მეუღლეზე თავდასხმა პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ივანიშვილი და რაც გამოიხატება მოუთმენლობაში და მცირე უმცირესობის მიერ საზოგადოების უმეტესობის ნაწილის დატერორების მცდელობაში

და ამ პატარა აგრესიული ჯგუფების დაგეშვაში ყველაზე ვინც არ ეთანხმება ივანიშვილის პოლიტიკას ქვეყნის გენოციდის და ქართველებისგან დაცლის.

მე საერთოდ არ მიმაჩნია ეს შემთხვევით ფაქტად იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები არის წახალისებული სამთავრობო რიტორიკის და ივანიშვილის პირადი ინსტიქტების მიერ. ივანიშვილს უნდა

საქართველოში ქაოსი და არეულობის შექმნა - ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ!

ჩემი სოლიდარობა ვახო სანაიას და წარმატებები მის გაბედულ ჟურნალისტურ საქმიანობაში“, - წერს ექს-პრეზიდენტი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics