15:04 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 17:29:22, 642 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა აცხადებს, რომ ამაღამ პარლამენტთან დარჩება, სადაც მორიგეობა დაიწყება

„ევრიპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ის ამაღამ პარლამენტთან დარჩება, რადგან არსებობს ხელისუფლებისგან თავდასხმის საფრთხე.

მისივე თქმით, ოპოზიციური ლიდერები საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგეობით დარჩებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ სიცივეა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ კომენდატის საათია, ჯერ კიდევ თითოეული ჩვენთაგანი პირბადეებით დავდივართ და ვცდილობთ თავი და სხვებიც დავიცვათ, მიუედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა უკანასკნელია მსოფლიოში და ავღანეთმაც კი დაიწყო ვაქცინაცია და საქართველო ამ თვალსაზრისით, ბოლოა, ჩვენ აღარ გვაქვს ფუფუნება ასე თბილად ვიჯდეთ.

მე ჩემ მეგობრებთან ერთად დღეს ვაპირებ დავრჩე, იმიტომ რომ თავდასხმის საფრთხე ამ უგუნური ხალხისგან ძალიან დიდია, დაიწყება მორიგეობა და ყველა პოლიტიკური ლიდერი, შეძლებისდაგვარად, ჯანმრთელობა როგორც მისცემს საშუალებას და გაქანება, დარწმუნებული ვარ ჩაერთვება ამ ფერხულში. დრეს კრიტიკული ღამეა, იმიტომ რომ ახლა ბევრნი ვართ და აღარ გაგვაღიზიანეს, დილით სასიზღრობა ჩაიდინეს, მაგრამ როგორც კი შეიძლება ხალხი შემცირდეს, ტურასავით მოგვეპარებიან და ფეხქვეშ გაგვთელავენ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოსთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics