|
2021-02-23 14:20:49, 664 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი“, ამ სახელწოდებას მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს
სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი“, ამ სახელწოდებას მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ნიკა მელიას დაკავების საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ნინო ლომჯარია, ვითარებას სამართლებრივი შეფასებები უნდა მისცეს. „ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს სჯობს თავი დაანებოს და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა ნიკა მელიას აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არა პოლიციამ ძალას. სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო მე უკეთ ვიცი. სამარცხვინოა, როდესაც ადამიანებს დედას აგინებენ პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტს ისეთი სიტყვებით ამკობენ, რომელიც გამოწვევაა მთელი საზოგადოებისთვის და სახალხო დამცველი დუმს. სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი“, რომელსაც აბსოლუტურად მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს ამ მისი საქმიანობის შეფასებას და სახელწოდებას. დაფიქრდეს, სამართლებრივი შეფასებები მისცეს იმ ვითარებას და ამ თემასთან დაკავშირებით ვიკამათოთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში სამართალდამცველების მიერ ნიკა მელიას დაკავების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)