01:43 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 11:39:22, 505 ნახვა

საზოგადოება
„მეორედ მოსვლა“ - „სირცხვილია“ მთავრობის დამტკიცების პარალელურად აქციას აანონსებს

მთავრობის დამტკიცების პარალელურად მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას გამართავს.

საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია 14:00 საათზეა დაანონსებული.

„ერთად შევეგებოთ ჰაკიმ ფაშას მეორედ და ბოლოჯერ მოსვლას მეგობრებო!

პ.ს. ნიახური ვისაც გაქვთ, წამოაყოლეთ“, - აღნიშნულია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებული აქციის აღწერაში.

ცნობისთვის, დღეს, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. კენჭისყრა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მოხდება. მთავრობის დასამტკიცებლად 76 ხმაა საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics