|
2021-02-22 09:21:48, 503 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: სელექტიური კონტრაქტირება წარმატებით განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის სექტორში
პარლამენტში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ სელექტიური კონტრაქტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საჯარო სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერების პარალელურად, სახელმწიფო კვლავ მდგრადად განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას და დაფინანსებას შესაბამისი პროგრამების ფარგლებში. „კერძო სექტორს თავის მხრივ ექნება ვალდებულება დააკმაყოფილოს სელექტიური კონტრაქტირების პირობები. სელექტიური კონტრატირება წარმოადგენს ერთგვარ ფილტრს, რომლის საშუალებით შეირჩევა მაღალი სიმძლავრის, პაციენტის ინტერესებსა და ხარისხზე ორიენტირებული დაწესებულებები. სწორედ მსგავს დაწესებულებებზე მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტი, რათა ის მოცულობითი თანხები, რომელიც იხარჯება ჯანდაცვაზე, იყოს უფრო მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული. მინდა აღვნიშნო, რომ სელექტიური კონტრაქტირება უკვე წარმატებით განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. საბოლოდ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებს ექნებებათ მკაფიოდ განსაზღვრული ნიშა სამედიცინო ბაზარზე, რომელიც უპირობოდ იქნება დამყარებული ჯანსაღი კონკურენციის პრინციპზე",-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)