19:12 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 21:54:31, 430 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ავაფრენთ პირველ სუ-25-ს

 „მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ავაფრენთ პირველ სუ-25-ს, რომელთა აღდგენა ჩვენი შესაძლებლობებით მოხერხდა.  შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ. ყოველ მომდევნო თვეში დამატებით სატესტო რეჟიმში გაფრინდება კიდევ ერთი სუ-25,“ - ასე უპასუხა ავიაციის მოდერნიზაციის თემაზე პარლამენტარების კითხვებს  საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

საკომიტეტო მოსმენაზე მან აღნიშნა, რომ საავიაციო შესაძლებლობების აღდგენა და განახლება აქტიურად მიმდინარეობს.

ამ კონტექსტით მან განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ავიაციაში 2 ვერტმფრენი, 2022 წლის ბოლომდე კი - 4 ვერტმფრენი გვეყოლება. ასევე, საავიაციო პარკი მი-24-ებითა და ამერიკული UH-1- ებით შეივსება.

ამ საქმეში ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა:

„30 წელია, რაც 31-ე ქარხანა დაიხურა. იქ დასაქმებული 15 ათასი თანამშრომელი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მსხვილ დოვლათს ქმნიდა. ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ეს ქარხანა, დავიბრუნეთ თანამშრომლებიც, ვისაც გააჩნია კომპეტენცია. ასობით მილიონი ლარის ღირებულების ავიაციას გამოუჩნდა პატრონი. გარდა იმისა, რომ ვაძლიერებთ თავდაცვით შესაძლებლობას, ასევე ვქმნით იმ დოვლათს, რაც ადრე საქართველოში იქმნებოდა. საკუთარი ძალებით უზრუნველვყავით ავიაციის აღდგენა. ამაზე ვერავინ ოცნებობდა“, -  განაცხადა ჯუაშენრ ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics