|
2021-02-21 21:56:54, 586 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი 2021 წლიდან თითქმის 2 მილიონი ლარით გაიზარდა
პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის პროგრამების გაზრდილ დაფინანსებასა და პაციენტების ნაწილისთვის სათემო მომსახურეობის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა. „2021 წლიდან თითქმის 2 მილიონი ლარით გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი და შედეგად უფრო ხელმისაწვდომი გახდა სტაციონარული, ამბულატორიული და სათემო სერვისები. გარდა ამისა, ჩვენს ფრანგ კოლეგებთან ერთად, დავიწყეთ სისტემის დეცენტრალიზაციაზე მუშაობა, რათა პაციენტებმა სამკურნალო მომსახურება დიდი ზომის დაწესებულებების ნაცვლად მიიღონ საოჯახო ტიპის სახლებსა და საცხოვრისებში. პაციენტების ნაწილისთვის მსგავსი ტიპის სათემო მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია. ასევე გაიზდა ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებში 30%-ით გაიზარდა ექიმისა და ექთნის მინიმალური ხელფასის ოდენობა. 2021 წლიდან ჩვენ ასევე გავზარდეთ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, რის შედეგად გაუმჯობესდა ბავშვთა სერვისების დაფინანსება. მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ უსაფრთხო სისხლისა და ორგანოთა ტრანსპლანტაციის ნაწილში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად", - განაცხადა ტიკარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)