19:10 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 21:08:04, 339 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ ვალდებულები ვართ, განვაგრძოთ დაფასების პოლიტიკა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში დაიწყო

პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სამხედროებზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება უწყების პრიორიტეტად დაასახელა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ამ მიმართულებით ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, დანერგილი სიახლეები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათი სათანადოდ დაფასება გაგრძელდება:

„სრულად განახლდა ჯარისკაცების უნიფორმა და ხარისხი არსებითად გაუმჯობესდა. სამხედრო მოსამსახურეთა კვება არის უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხის. 2020 წელს დაიწყო შემდეგი პროგრამები: სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების განათლების დაფინანსება, საცხოვრებელი ბინებით სამხედროების უზრუნველყოფა, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. ასევე გაგრძელდება ჩვენი ჯარის ინფრასტრუქტურის განახლების, შენარჩუნებისა და მშენებლობა-განვითარების პროცესი. ბოლომდე მივა ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციისა და საბჭოთა სპეცტექნიკის თანამედროვე ბრენდებით ჩანაცვლების მიმართულებით დაწყებული ინიციატივა, რომელიც გულისხმობს 500 ერთეულამდე ევროპული წამყვანი ბრენდების სპეცტექნიკის შემოტანას და რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც იცით, უკვე შესრულებულია“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების უწყვეტობა თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობას თვისობრივად სხვა სიმაღლეზე აიყვანს და საბოლოოდ იმ მიზანს მივაღწევთ, რასაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება ჰქვია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics