03:24 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 18:10:12, 404 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაურმა კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროექტებსა და პოლიციელების შეიარაღების განახლებაზე ისაუბრა

„მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების   განმავლობაში,   მასშტაბურად   არ   განხორციელებულა. გაუმჯობესდება   და   განახლდება   დანაყოფების  რადიოკავშირის საშუალებები, ასევე, გაგრძელდება პოლიციელების მაღალი  ხარისხის ფორმის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოფა“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, რეფორმის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი.

„გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. რეფორმის შედეგად მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი. პარალელურად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიზნით,  მომზადებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი და მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics