|
2021-02-21 17:43:52, 475 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: სამედიცინო ჰოლდინგს ეტაპობრივად სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც შემოუერთდება
პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირებისთვის სწორი, ორგანიზაციული და ინსტიტუციური მოწყობაა საჭირო. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო ჰოლდინგის მთავარი ამოცანა, კლინიკების მართვის ეფექტურობის ამაღლება, ხარისხიანი სერვისების მიწოდება და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სერვისების განვითარებაა. „ჰოლდინგის მთავარი ორიენტირი არის სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნების უპირატესობა. ჰოლდინგს ეტაპობრივად შემოუერთდება სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც. ჰოლდინგის ეფეტური საქმიანობის პირველი შედეგები ჩვენ უკვე ვიხილეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე. 25 იანვარს ჩვენ გავხსენით ახალი კოვიდ განყოფილება, რომელიც სრულად აღჭურვილი 400 საწოლით მოემსახურება პაციენტებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს მასშტაბური რესურსი, რომელიც წლების მანძილზე გამოუყენებელი რჩებოდა, ეტაპობრივად რეაბილიტირდება და სულ მალე სრლი დატვირთვით მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას. მსგავსი რეაბილიტაცია და განახლება შეეხება ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანებულ ყველა დაწესებულებას",-განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)