21:32 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 10:53:13, 789 ნახვა

სამართალი
“FAIRY“-ის პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადების ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  შპს „SKIPPER“-ის ხელმძღვანელი პირების მიერ, სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით “FAIRY“-ის ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შპს „SKIPPER“-ის  საწარმოდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის კუსტარულად დამზადებული სარეცხი საშუალება და წარმოებისთვის გამზადებული სასაქონლო ნიშნები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან  ხუთ წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics