2021-02-20 11:19:23, 1849 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 349 პირის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 349 პირის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 580, საიდანაც: 1 769 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 766, აჭარაში - 200, იმერეთში - 401. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 349 პირი, მათ შორის, თბილისში - 127, აჭარაში - 40, იმერეთში - 108. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში- 9, იმერეთში - 12. 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 123 - თბილისში, 90 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 1 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან