01:43 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 16:08:07, 406 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უფასო ონლაინ ტრენინგები ჩაატარა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უფასო იურიდიული ტრენინგების მორიგი ციკლი ჩაატარა. ტრენინგები ონლაინ რეჟიმში, 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით გამართულ ტრენინგებს ჯამში 111 პირი დაესწრო.

 ამჯერად ტრენინგები შემდეგ თემებს მიეძღვნა:

• ფოტოგრაფია და საავტორო სამართალი

• სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლები

• საპოლიციო სამართალი

• დასაქმებულის უფლებები შრომით ურთიერთობებში

• გამოხატვის თავისუფლება

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრმა 11 თებერვალს გამოაცხადა.  პროექტში მონაწილეობის  მიღება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან.  თითოეულ ტრენინგზე დასწრება შეეძლო პირველ 25 დარეგისტრირებულ პირს.

იურიდიულ ტრენინგებს უძღვებოდნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამართლის კლინიკის  მონაწილე ტრენერები, თსუ-ს იურიდული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი უფასო ტრენინგებს  ხშირად  ატარებს  და სამომავლოდ კვლავ განაგრძობს საზოგადოებისთვის უფასო ტრენინგების  შეთავაზებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics