08:16 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 15:55:56, 432 ნახვა

პოლიტიკა
მორჩილად მიაჭირეს ხელი ღილაკებს - ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე

„მორჩილად მიაჭირეს ხელი ღილაკებს“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.

როგორც ის აღნიშნავს, უკვე მეორედ იხილეს „ქართული ოცნების“ ერთი და იგივე სცენარი.

„ჩვენი გეგმა არაფრით არ შეცვლილა. იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან კუნთების ჩვენების მცდელობა, რომ ჩვენ უცილებლად მოვუხსნით იმუნიტეტს ნიკა მელიას და გააკეთეს. ასე იქცევა ყოველთვის მორჩილი პარლამენტი. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ გაებედა წინააღმდეგობა და მორჩილად მიაჭირეს ხელი ღილაკებს. საბოლოო ჯამში უკვე მეორედ დავინახეთ ერთი და იგივე სცენარით მიდის „ქართული ოცნება“. ვაპირებთ ვიყოთ ოფისში და თუ შტურმით აპირებენ ოფისის აღებას ეს მათი საქმეა, მაგრამ მგონი აქამდე არ მივა საქმე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics