08:14 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 14:16:43, 427 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - არ შეიძლება სახელმწიფო ფანჭარურში დაწერილი წესებით იმართებოდეს

„არ შეიძლება სახელმწიფო იმართებოდეს ფანჭარურში დაწერილი წესებით“, -  ამის შესახებ პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკი ამბობს, პარლამენტი ვალდებულია სასამართლოს კანონის აღსრულების შესაძლებლობა მისცეს.

„საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, მათ შორის ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, რომ არ შეიძლება სახელმწიფოში იყოს ქაოსი და არ შეიძლება სახელმწიფო იმართებოდეს ფანჭარურში დაწერილი წესებით და დღის წესრიგით. ეს არის ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით ყოველ დღე და ყოველდღე უნდა ვამტკიცოთ, არის თუ არა თვალსაჩინო დარღვევა, რომელიც განაპირობებს პროკურატურის მოთხოვნას ჩვენს წინაშე, არის თვალსაჩინო და ამ დარღვევის სიმძიმეზე იმსჯელებს სასამართლო და არა რომელიმე სხვა ორგანო თუნდაც პარლამენტი. პარლამენტი ვალდებულია მისცეს სასამართლოს ეს შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში,არ შედგება არც სახელმწიფო და პატივისცემასაც ვერ დაიმსახურებს, ვერც ოპონენტებისაგან და ვერც მხარდამჭერებისაგან”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics