11:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 14:35:50, 775 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქაღალდის არქივის ცენტრალიზებაზე მუშაობს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქაღალდის არქივის ცენტრალიზებას, ციფრულ ფორმატში გადატანასა და სისტემატიზაციას აგრძელებს.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში არსებული ქაღალდის დოკუმენტაცია მთლიანად ლილოში არსებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდება.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სამეწარმეო რეესტრისა და ტექბიუროს არქივების ცენტრალიზება. ცენტრალიზებულია უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის არქივის 81%, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრის არქივის 81% და კანცელარიის დოკუმენტაციის 81%.

ამჟამად საჯარო რეესტრში თბილისში გადმოტანილი არქივების აღწერა და დახარისხება მიმდინარეობს. სამუშაოების 77% უკვე დასრულებულია. პარალელურად, გრძელდება ქუთაისიდან იმერეთის რეგიონის, ახალციხიდან კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის არქივების ლილოში გადმოტანაც.

არქივების ცენტრალიზებამდე საჯარო რეესტრის დოკუმენტაცია არასტანდარტულად აღწერილი, სხვადასხვა ადგილას გაფანტული და ნაკლებად დაცული იყო, რაც მათი გაყალბების ან დაკარგვის შესაძლებლობას ქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანი საარქივო მასალა ერთ წერტილში, უსაფრთხოდ მოიყრის თავს, გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა დოკუმენტებსა და მონაცემებზე, სრული და უტყუარი მონაცემთა ბაზა კი უზრუნველყოფს ნაკლებ ხარვეზებს სარეგისტრაციო და საინფორმაციო მომსახურებაში, ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვას კი კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics