11:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 14:12:09, 1080 ნახვა

საზოგადოება
დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას გააადვილებს

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა შეაფასა კლინიკა „ტრავმატოლოგის“ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რთველიშვილმა.

ექიმის განცხადებით, ოჯახის ექიმის ინსიტუტის წამოწევა უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს პროცესი მკვეთრად შეამცირებს სტაციონარიზაციის მასშტაბს.

„ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ძალიან ეფექტური იქნება. ოჯახის ექიმის გაძლიერება  საჭიროა როგორც მატერიალური ბაზით, ისე აუცილებელია მათი შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა. ეს რეფორმა პაციენტებისთვის მხოლოდ დადებითის მომტანი იქნება, რადგან უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება დაავადების აღმოჩენა, აქედან გამომდინარე, უფრო მეტად იქნება შესაძლებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების ხარისხიანად გატარება“, – მიაჩნია რთველიაშვილს.

მედიკოსმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლისთვის წარმატების მომტან ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ ამისთვის ერთ–ერთი განსაკუთრებული ოჯახის ექიმებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება.

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმატებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება. მუდმივად უნდა იყოს ზრუნვა, რომ ექიმები ეცნობოდნენ სფეროს სიაახლეებს. მოგეხსენებათ, მედიცინა განვითარებადი სფეროა და მუდმივად არის მასში გარკვეული სიახლეები, თუნდაც ტექნოლოგიების მხრივ, თუნდაც მკურნალობის მეთოდების თვალსაზრისით და ასე შემდეგ, აუცილებელია ჩვენი მედიკოსები ფეხდაფეხ მისდევდნენ ამ სიახლეებს.

რთველიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ფასები მედიკამენტებზე  კატასტროფულად მაღალია და რომ  ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის შემოსავალი  დაბალია, ამხელა ფასები ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს მედიკამენტებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics