2021-02-16 11:44:56, 1673 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 176.5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა
გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 176.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6 მილიონ ადამიანს უტარდება.
ქვეყნების მიხედვით, აშშ პირველ ადგილზეა, სადაც ამ ეტაპისთვის, 54.6 მილიონზე მეტი ადამიანი აცირა, მას კი, ჩინეთი მოსდევს, სადაც კოვიდ19-ის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 40.5 მილიონზე მეტია. ამასთანავე, ევროკავშირში ვაქცინაცია ჯამში, 21.8 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
ქვეყანა, სადაც ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელია, სადაც უკვე 6.5 მილიონი ადამიანია აცრილი, ისრაელს კი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და დიდი ბრიტანეთი მოსდევს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან