14:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 09:55:04, 926 ნახვა

მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ცნობილია როგორც B1525, ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოავლინეს.

კორონავირუსის ახალი შტამი ბრიტანეთის გარდა კიდევ ათამდე ქვეყანაშია დაფიქსირებული. მათ შორის დანიაში გამოვლენილია 35 შემთხვევა, ნიგერიაში - 12, აშშ-სა და საფრანგეთში 7-7. შემთხვევების რაოდენობა ხუთზე ნაკლებია განაში, ავსტრალიაში, კანადაში, იორდანიასა და ესპანეთში. რაც შეეხება ბრიტანეთს, ქვეყანაში დღემდე ახალი შტამის 32 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მკვლევრების ცნობით, ვირუსის მუტაცია სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში აღმოჩენილ ვირუსის სახეობებშიც ფიქსირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics